სხვა

3:52 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პრიმოჟ როგლიჩმა პარიზი-ნიცას რბოლა მოიგო

პარიზი-ნიცას პრესტიჟული რბოლა სლოვენლი პრიმოჟ როგლიჩის გამარჯვებით დასრულდა. „ჯუმბო-ვისმას“ ლიდერმა 8-დღიანი რბოლის ბოლო ეტაპზე, მინი დუელი წააგო უშუალო კონკურენტთან, ბრიტანელ საიმონ იეიტსთან (ბაიკ ექსჩეინჯ), მაგრამ საბოლოოდ მას 29 წამით აჯობა და პირველად გახდა „მცირე ტურ დე ფრანსის“ ჩემპიონი.

როგლიჩს, როგორც სჩვევია, ბოლო ეტაპზე გაუჭირდა. თუმცა ბელგიელ თანაგუნდელ ვუტ ვან აერტის დახმარებით, იეიტსთან ბოლო აღმართზე ჩამორჩენის შემცირება შეძლო. მათ ეტაპი შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებზე დაასრულეს და გამარჯვებულთან მხოლოდ 9 წამი წააგეს.

ძლიერი წვიმის გამო, რბოლას სტარტამდეც და სტარტის შემდეგაც, 37 ველომრბოლი გამოეთიშა, რის გამოც, საბოლოო კლასიფიკაციას მხოლოდ 59 მონაწილე შემორჩა. ეს კი იმაზე ნაკლებია, კოვიდის გამო დამცრობილ, 2020 წლის რბოლის პელოტონში.

შეგახსენებთ, რომ როგლიჩმა 2020 წლის ტურ დე ფრანსი ბოლო ეტაპზე წააგო, გასულ სეზონში კი პარიზ-ნიცას ბოლო ეტაპზე, ავარიის გამო გამოეთიშა. ორივე შემთხვევაში, ის ლიდერი იყო.

0.115011