გოგა ბითაძე კიდევ და კიდევ ამტკიცებს, რომ სათამაშო დროს იმსახურებს. ქართველი ცენტრის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „სან ანტონიო სპურსს“ შეხვდა და 119:108 მოიგო.
„პეისერსმა“ მთელი შეხვედრა სტაბილურად კარგად ჩაატარა და ეს შედეგზეც აისახა, ყველაზე შედეგიანი კი პირველი მეოთხედი გამოვიდა, რომელიც რიკ კარლაილის გუნდმა 34:26 მოიგო.
გოგამ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. მან პარკეტზე 20:29 წუთიო გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან მხოლოდ 3 ბურთი ჩააგდო. მან 3 სამქულიანი გააცუდა და ამ მხრივ სამუშაო აქვს. გარდა ამისა ბითაძემ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 22 წლის ქართველი კალათბურთელის +- მაჩვენებელი კი -4-ს გაუტოლდა და 3 პერსონალური ფოლიც მიიღო. დაფარებებით გოგა ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
ყველაზე შედეგიანი „სან ანტონიო სპურსის“ კალათბურთელები იყვნენ. ჯოკ ლანდელემ 26 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა - ლონი უოკერმა კი 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „პეისერსიდან“ კი ტაირის ჰალიბერტონმა 19 ქულით, 2 მოხსნითა და 10 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა.
„ინდიანა პეისერსმა“ 3 მარცხის შემდეგ პირველად მოიგო და 23-45-ზე ბალანსით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზე იმყოფება. ბითაძე და მისი თანაგუნდელები 13 მარტს, სტუმრად „ატლანტა ჰოუუკსს“ შეხვდება. „სან ანტონიო“ კი 26 გამარჯვებითა და 42 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, 15 მარტს კი „მინესოტას“ დაუპირისპირდება.
სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი“ ბაქსმა“ კი ზედიზედ 6-მატჩიანი მოიგებათა სერია დაასრულა. NBA-ს მოქმედი ჩემპიონი „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ შეხვდა და 109:122 დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი აღნიშნულ შეხვედრაში მხოლოდ 3:26 წუთი ათამაშეს და მცირე დროის მიუხედავად სანდრომ 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. მან ფარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ ისროლა და ისიც შორი დისტანციიდან ჩააგდო. 22 წლის ქართველმა 1 პერსონალური ფოლის მიღებაც მოასწრო.
ორივე გუნდში საუკეთესო კლეი ტომპსონი იყო. რომელმაც 38 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. „ბაქსიდან“ კი ტრადიცულად იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა, რომელიც 31 ქულით, 8 მოხსნით, 3 პასით და 1 დაფარებით გამოირჩა.
„მილუოკი ბაქსს 42 გამარჯვების წილ 26 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 პოზიციაზეა, მომდევნო მატჩს კი 15 მარტს „იუტა ჯაზთან“ ჩაატარებს. გოლდენ სტეიტი კი 46 გამარჯვებითა და 22 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორეა, 15 მარტს კი „ვაშინგტონ ვიზადს“ შეხვდება.