ფეხბურთი

13:50 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პიანიჩის გარეშე და ჯეკოსთან ერთად: ბოსნიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის

ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივაილო პეტევმა საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ბოსნიელებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი, მირალემ პიანიჩი დააკლდებათ, მაგრამ მის გარეშეც სოლიდური და ძლიერი შემადგენლობაა, რომელიც ასეთია:

მეკარეები: იბრაჰიმ შეჰიჩი (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკოლა ვასილი (სანქტ პაული, გერმანია), ვლადან კოვაჩევიჩი (რაკოვი, პოლონეთი), ქენან პირჩი (გიოზთეფე, თურქეთი)

მცველები: სინიშა სანიჩანინი (პარტიზანი, სერბეთი), ანელ აჰმედჰოჯიჩი (ბორდო, საფრანგეთი), დენის ჰაჯიკადუნიჩი (როსტოვი, რუსეთი), ადნან კოვაჩევიჩი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ჰრვოიე მილიჩევიჩი (აეკ, კვიპროსი), შეად კოლაშინაცი (მარსელი, საფრანგეთი), ელდარ ჩივიჩი (ფერენცვაროში, უნგრეთი), იუსუფ გაზიბეგოვიჩი (შტურმი, ავსტრია), ამარ დედიჩი (ვოლფსბერგერი, ავსტრია)

ნახევარმცველები: ამირ ჰაჯიაჰმეტოვიჩი (ქონიასპორი, თურქეთი), სნიინ პრჩიჩი (სტრასბური, საფრანგეთი), რადე კრუნიჩი (მილანი, იტალია), ამერ გოიაკი (დინამო, ხორვატია), გოიკო ციმიროტი (სტანდარდი, ბელგია), ადი ნალიჩი (მალმიო, შვედეთი), ვლადან დანილოვიჩი (ნასიონალი, პორტუგალია), ამარ რაჰმანოვიჩი (ქონიასპორი, თურქეთი), მიროსლავ სტევანოვიჩი (სერვეთი, შვეიცარია)

თავდამსხმელები: ედინ ჯეკო (ინტერი, იტალია), ერმედინ დემიროვიჩი (ფრაიბურგი), სმაილ პრევლიაკი (ეუპენი, ბელგია), ლუკა მენალო (დინამო, ხორვატია)

„ველოდები, რომ ამ ორ ამხანაგურ მატჩში კარგად და პასუხისმგებლობით ვითამაშებთ. იმ მოთამაშეთა 90%, რომლებზეც ჩვენ იმედს ვამყარებთ, შემადგენლობაშია. ჩემი მოლოდინი ყოველთვის მაღალია. მჯერა, რომ ჩვენ უკეთესები და მომწიფებულები ვართ, ვიდრე შარშან ვიყავით და დარწმუნებული ვარ, საქმეს კარგად გავაკეთებთ. პიანიჩი? ვისაუბრეთ და ტრავმის გამო ოცი დღეა ვარჯიშზე არ არის. ამიტომაც, ჩვენ შევთანხმდით, რომ ის დარჩება კლუბში, იმუშავებს და მოემზადება სეზონის მეორე ნაწილისთვის“, - თქვა პეტევმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბოსნიას ისტორიაში პირველად შეხვდება. ეს მატჩი 25 მარტს, ზენიცაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ბოსნიის ნაკრებს ბოლო სამი მატჩი წაგებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.137513