„ბარსელონას“ ფეხბურთელი დანი ალვეში „პარი სენ ჟერმენთან“ კარიმ ბენზემას ბრწყინვალე თამაშს და ჰეთ-თრიქს გამოეხმაურა. როგორც ბრაზილიელმა დაწერა, ფრანგი საოცარი ფეხბურთელია.
„არ მაინტერესებს, რომ ის მადრიდის „რეალიდანაა“. რა დიდებული ფეხბურთელია! ეს თამაში მიყვარს“, - დაწერა ალვეშმა ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენი“ „რეალს“ ორი მატჩის ჯამში 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ კარიმ ბენზემამ 17-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი შეასრულა და „სამეფო კლუბი“ მეოთხედფინალში გავიდა.