მადრიდის „რეალის“ 34 წლის თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენს“ სამი გოლი გაუტანა და აგრძელებს „სამეფო კლუბის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში დაწინაურებას.
OptaJose-ს ცნობით, პარიზელთა კარში გატანილი მესამე გოლი ყველა ტურნირში 309-ე გამოდგა მისთვის და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს გადაუსწრო, რომელსაც მადრიდელთა მაისურით 308 ბურთი გაუტანია.
ახლა ბენზემა საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზეა. მეტი მხოლოდ რაულს (323) და კრიშტიანუ რონალდუს (450) მოუხერხებიათ.