ფეხბურთი

12:25 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეტი - „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე: „პროფესიონალები ასე არ იქცევიან“

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ემანუელ პეტიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდნის შესახებ.

„მას შემდეგ რაც „რეალმა“ ანგარიში გაათანაბრა, პსჟ-ში ყველაფერი დაინგრა. გუნდმა სიმწყობრე და ცივსისხლიანობა დაკარგა. სულ რამდენიმე წუთში ფეხბურთელების ქმედებაში სასოწარკვეთა გამოჩნდა. არადა, საუბარი გამოცდილ და სახელიან მოთამაშეებზეა.

ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან პროფესიონალები ასე არ იქცევიან“ - ციტირებს პეტის სიტყვებს RMC.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ 3:1 მოუგო (პორველი მატჩი 0:1) და ტურნირიდან გამოთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114267