ფეხბურთი

10:24 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

„სპორტინგის“ 16 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ (0:0. პირველი მატჩი 0:5), ლისაბონის „სპორტინგის“ შემადგენლობაში 89-ე წუთზე მინდორზე როდრიგუ რიბეირუ გამოჩნდა, რომელმაც საკუთარი სახელი ტურნირის ისტორიაში ჩაწერა - გვამცნობს Goal.

წყაროს ინფორმაციით, 16 წლის და 315 დღის რიბეირუ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც ტურნირის ფლეი ოფში უთამაშია. თუმცა, ის ჯამში ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უმრწმესი მოთამაშე არ არის. ასეთი იუსუფ მუკოკო გახლავთ, რომელმაც 2020 წელს ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე დორტმუნდის „ბორუსიის“ შემადგენლობაში 16 წლის და 18 დღის ასაკში ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105174