ფეხბურთი

3:11 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "გაჩერებას არ ვაპირებ, გოლებს კიდევ გავიტან"

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც 34 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ის გაჩერებას არ აპირებს და გოლებს კიდევ გაიტანს.

„ვამაყობ, რომ ამ კლუბის ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირი ვარ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ, მინდა გოლები ისევ და ისევ გავიტანო. „რეალი“ ჯერ კიდევ ცოცხალია, ჩვენ არასდროს ვნებდებით. მადლობას ვეტყვი გულშემატკივრებს, ისინი ამ საღამოს განსაკუთრებული იყვნენ.

მბაპე? თამაშის შემდეგ იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს ნორმალურია, გაბრწყინება უნდოდა, როგორც ყოველთვის. თუმცა, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ამისთვის საკმარისი დრო აქვს“, - თქვა ბენზემამ.

შეგახსენებთ, „რეალი“ პსჟ-სთან ორი მატჩის ჯამში 0:2-ს აგებდა, მაგრამ კარიმ ბენზემამ 17-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავის გუნდს 3:2 მოაგებინა, რითაც მადრიდული გრანდი მეოთხედფინალში გავიდა. ბენზემა კი 309 გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლეთა ჩამონათვალში მესამე ადგილზე აღზევდა.

0.115324