ფეხბურთი

23:02 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრამ" მათე ვაწაძის დუბლით მოიგო: ეროვნული ლიგის სამი ტური ფრის გარეშე და 6 გუნდი 6 ქულით

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტური არასრული გამოდგა, რადგან „თელავისა“ და „სამგურალის“ მატჩი დიდთოვლობის გამო გადაიდო.

მესამე ტური სამშაბათს დაიწყო, როდესაც გორის „დილამ“ „დინამო ბათუმს“ 2:1 და „საბურთალომ“ „ტორპედოს“ 2:0 მოუგო. ოთხშაბათს კიდევ ორი მატჩი გაიმართა.

„დინამო თბილისმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი დმიტრი ანტილევსკიმ 65-ე წუთზე გაიტანა და კახა ცხადაძის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. „დინამომ“ 6 ქულა დააგროვა და წინ „საბურთალოსთან“ შეხვედრა ელოდება, ხოლო „სიონი“ უქულოდ და გატანილი გოლის გარეშე ბოლო ადგილზეა. ბოლნისელები მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდებიან.

„სიონის“ გარდა კიდევ ერთი გუნდია უქულოდ - „ლოკომოტივი“, რომელმაც ზედიზედ მესამე მარცხი შინ „გაგრასთან“ განიცადა - 0:2. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ორივე ვეტერანი ქართველი ფორვარდის მათე ვაწაძის ანგარიშზეა. „ლოკო“ მომდევნო ტურში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, „გაგრა“ კი, რომელსაც 6 ქულა აქვს - „თელავს“.

სხვათა შორის, სამი ტურის შემდეგ ექვს გუნდს აქვს 6 ქულა - „დინამო ბათუმს“, „თელავს“, „დინამო თბილისს“, „გაგრას“, „საბურთალოსა“ და „დილას“. 3-3- ქულა აქვთ „სამგურალსა“ და „ტორპედოს“, ქულის გარეშე კი როგორც ვთქვით, „ლოკომოტივი“ და „სიონი“ არიან.

ეროვნული ლიგის მეოთხე ტური 13-15 მარტს გაიმართება. და, კიდევ ერთიც: სეზონის დაწყებიდან 14 მატჩ გაიმართა და ჯერ ფრე არ დაფიქსირებულა.

„ლოკომოტივი“ – „გაგრა“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 ვაწაძე (8), 0:2 ვაწაძე (26)

„დინამო თბილისი“ – „სიონი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ანტილევსკი (65)

0.129377