ფეხბურთი

18:58 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა შესაძლოა 24-დან 32 გუნდამდე გაიზარდოს

უეფა 2028 წლიდან ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის 32 გუნდამდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია (PFA) უკვე ეწინააღმდეგება ტურნირში მონაწილეთა რაოდენობის გაფართოებას. ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი სიახლე ტურნირის ხარისხის დაქვეითებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს უეფამ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24 გუნდამდე გაზარდა. უახლოეს მომავალში უეფა შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ჩაატარებს კვლევას ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის ეფექტურობასა და მიზანშეწონილობაზე.

2028 წლის ევროპის ჩემპიონატი სავარაუდოდ დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში გაიმართება. ევროპის მოქმედი საფეხბურთო ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრებია. აქვე ისიც ვთქვათ, რომ უეფაში სულ 55 ნაკრებია გაწევრიანებული.

0.115248