კატალონიის „ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელის დამატებას აპირებს და პრიორიტეტული ერლინგ ჰოლანდია.
თუმცა, ესპანურ გრანდში ალტერნატიული ვარიანტებიც აქვთ. ადგილობრივი მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ „ბარსა“ „დორტმუნდის“ ნორვეგიელი ფორვარდის გადაბირებას ვერ შეძლებს, აქცენტს მილანის „ინტერიდან“ ლაუტარო მარტინესის ყიდვაზე გააკეთებს.
არგენტინელ შემტევს „ბლაუგრანას“ აქამდეც არაერთხელ უკავშირებდნენ, მაგრამ 2021 წელს მან იტალიურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, ლაუტაროს „ინტერში“ დარჩენა ჯერ გადაწყვეტილი არაა.
მარტინესი „ინტერის“ შეტევის მთავარი ლიდერია, თუმცა, მილანელებმა შესაძლოა ის სარფიანი წინადადების შემთხვევაში გაყიდონ, მით უმეტეს, რომ „ნერაძურის“ აქტიურად უკავშირებენ პაულო დიბალას, რომელსაც „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ეწურება.