ფეხბურთი

17:09 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" რონალდუს შეცვლას რიშარლისონით აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო წასვლის შესახებ ბრიტანული მედია სულ უფრო აქტიურად წერს.

ბოლო სიტყვა თვითონ პორტუგალიელ ვარსკვლავზე იქნება, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის გუნდის დატოვებას გადაწყვეტს, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა მას ხელს არ შეუშლის.

როგორც ცნობილი გახდა, მანჩესტერელებს ლივერპულის „ევერტონის“ თავდამსხმელ რიშარლისონთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ. ინგლისური გრანდი მზადაა ბრაზილიელ თავდამსხმელში 75-80 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის სახით სეზონში 6 მილიონ ევროს სთავაზობს.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერის“ მთავარი სამიზნე დაცვის ხაზში „ჩელსის“ გერმანელი ფეხბურთელი ანტონიო რიუდიგერი იქნება, რომელსაც ლონდონელებთან კონტრაქტი ეწურება და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერში“ გასულ ზაფხულს დაბრუნდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან მიმდინარე სეზონში 15 გოლი გაიტანა, მაგრამ 2022 წელს თავი მხოლოდ ერთი გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126328