ფეხბურთი

12:49 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "ზალცბურგთან" აუცილებლად უნდა მოგვეგო და ეს შესანიშნავი თამაშით გავაკეთეთ"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა „ზალცბურგთან“ მატჩის (7:1) კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ამ თამაშის მოგება აუცილებლობა იყო.

„ეს იყო თამაში, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო და ეს გავაკეთეთ შესანიშნავი თამაშის ხარისხით, კარგი ბურთის ფლობით და ეფექტური დაცვით. შეტევის სქემა? წინა წლებისგან დიდად არ განსხვავდება, ვცდილობთ, ფეხბურთელები საუკეთესო ფორმასა და კონდიციებში შევიყვანოთ. „ბაიერნის“ მიზანი? ბუნებრივია, ყოველთვის გამარჯვება“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ „ზალცბურგი“ ორი მატჩის ჯამში 8:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122322