მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ლივერპულთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას, რომელიც მისმა გუნდმა 0:2 წააგო და ფიქრობს, რომ მომდევნო ეტაპზე ამის გამო ვერ გავიდნენ.
„ძალიან დიდი სინანულია. მერვედფინალში ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან თანაბრად ვითამაშეთ. ძალიან ძვირად დაგვიჯდა „სან სიროზე“ გამართული მატჩის ბოლო 15 წუთი. პირველ თამაშში 75 წუთის განმავლობაში გუნდი მეტს იმსახურებდა, შედეგ გოლი გავუშვით და ყველაფერი შეიცვალა. სანჩესი? არ ვნანობ, რომ არ შევცვალე. ის მოედანზე მჭირდებოდა და უკან დაბრუნება რომ შემეძლოს არ შევცვლიდი“, - თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ „ლივერპულთან“ სტუმრად 1:0 მოიგო, მაგრამ შინ 0:2 ჰქონდა წაგებული და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.