ფეხბურთი

21:01 | 8.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის პრემიერლიგამ რუსეთში მაუწყებლობა შეწყვიტა

რუსეთში ინგლისის პრემიერლიგის ტრანსლირება შეწყდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერლიგამ და კლუბებმა გადაწყვიტეს რუსულ სამაუწყებლო კომპანია Rambler-ს კონტრაქტი შეუჩერონ.

რუსეთში ტრანსლირების შეწყვეტის გარდა, პრემიერლიგამ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის 1 მილიონი გირვანქა სტერლინგიც გამოყო.

0.117118