„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი კილიან მბაპე გამოჯანმრთელდა და მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ თამაშს დიდი ალბათობით მოახერხებს.
მბაპე მაურისიო პოჩეტინომ განაცხადში შეიყვანა. კილიანმა მცირე დაზიანება გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო, მაგრამ როგორც ჩანს, ის სერიოზული არ გამოდგა.
„რეალთან“ გამოირიცხა სერხიო რამოსის თამაში, რომელიც ისევ ტრავმირებულია და თავის ყოფილ გუნდს ვერ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ პირველი მატჩი პარიზში კილიან მბაპეს ერთადერთი გოლით მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა 9 მარტს გაიმართება.