დანი ალვეში, რომელსაც მაისში 39 წელი შეუსრულდება „ბარსელონასთან“ კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს კონტრაქტს - წერს Sport.es.
წყაროს ცნობით, კლუბი მზადაა ბრაზილიელს ხელფასი გაუზარდოს. ადრე ალვეში წელიწადში 155 ათას ევროს გამოიმუშავებდა, რაც ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელისთვის მინიმალური ანაზღაურებაა.
შეგახსენებთ, რომ ალვეში „ბარსელონაში“ 2008-16 წლებშიც თამაშობდა.