სხვა

3:01 | 8.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

დუპლანტისმა ჭოკით ხტომაში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა

შვედმ არმანდ დუპლანტისმა, ბელგრადის დახურულ არენაზე ასპარეზობისას, ჭოკით ხტომაში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ის 6.19 მეტრზე დადებულ თამასას გადაევლო და წინა რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა.

22 წლის დუპლანტისს გამარჯვება უკვე განაღდებული ჰქონდა, როდესაც რეკორდს შეუტია. ნახტომის შესრულებისას, ის თამასას მუხლით ოდნავ შეეხო, მაგრამ არ ჩამოუგდია.

„სიმაღლე, როგორიცაა 6.19 მეტრი, სრულყოფილ შესრულებას მოითხოვს. ყველაფერი სწორად უნდა გააკეთო. ეს ყველაფერი ბოლო ცდაზე გამომივიდა“, - ამბობს დუპლანტისი, ვინც პირველად რეკორდ (6.17 მეტრი) 2020 წლის თებერვალში დაამყარა, ერთ კვირაში კი ის კიდევ ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა.

შვედ მხტომელი ევროპის 2018 წლის და ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონია. მას შანსი აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ივლისში, ამერიკის ქალაქ იუჯინში (შტატი ორეგონი) ჩატარდება, თავისი მიღწევების გალერეა, კიდევ ერთი ოქროს მედლით შეავსოს.

დუპლანტისმა 6.19-ზე გადახტომა რამდენჯერმე სცადა, მათ შორის, ტოკიოს ოლიმპიადაზეც. მას ნათქვამი აქვს, რომ ამ სიმაღლის ასაღებად, 50 ნახტომი მაინც აქვს შესრულებული. ახლა კი ამბობს, რომ უფრო მეტიც შეუძლია. ის ბელგრადს მალე დაუბრუნდება და იქ დახურული არენების მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11388