„ფერარის“ მონაკოელი მრბოლი შარლ ლეკლერი ფიქრობს, რომ ახალ სეზნში გადამწყვეტი ფაქტორი სტაბილურობა იქნება და მოიგებს არა ის, ვისაც მაღალი სიჩქარე აქვს, არამედ ის, ვინც მეტ რბოლას დაასრულებს.
ბარსელონაში ჩატარებული სამდღიანი ტესტების შემდეგ, ძნელია მანქანების რეალურ სიჩქარეზე ლაპარაკი. თუმცა ბევრი თვლის, რომ ტიტულისთვის ბრძოლა არნახულად დაძაბული უნდა იყოს. მიმომხილველების აზრით, „ფერარი“ ჯერჯერობით საუკეთესოდ გამოიყურება. ტესტების შედეგების ანალიზის შემდეგ, ამას არც მარანელოში უარყოფენ.
„ფერარის“ პილოტს ბოლოს ფორმულა 1-ის რბოლა 2019 წელს, სინგაპურში აქვს მოგებული. გამრჯვება სებასტიან ფეტელის ანგარიშზეა, რომელიც ამჟამად „ასტონ მარტინის“ მანქანით ასპარეზობს.
ლეკლერი კი ამბობს, რომ ახალ სეზნში მთავარი ბევრი გამარჯვების მოპოვება კი არა, სტაბილურობა და ქულების ხშირად დაგროვება იქნება. მისი თქმით, ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებამ, „ფერარის“ კარგი შანსი მისცა და არ მალავს, რომ გუნდი კარგად არის მომზადებული.
„თუ ჩვენ ახალ სეზონში ხუთ რბოლას მაინც მოვიგებთ, ძალიან კარგი იქნება. და თუ სტაბილურად ქულების დაგროვებაც გამოგვივა, მაშინ ტიტულისთვის ბრძოლასაც შევძლებთ. ის დასძენს, რომ გუნდების მომზადების რეალური დონე, ბაჰრეინის ტესტებზე გამოჩნდება, რომლებიც 10-12 მარტს გაიმართება.