ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დელე ალის შესახებ კომენტარი გააკეთა, რომელიც იანვარში იჯარით „ევერტონში“ გადავიდა, მაგრამ ლივერპულურ გუნდში ჯერჯერობით ფეხი ვერ მოიკიდა.
„როდესაც ფეხბურთელები ჩემთან მუშაობას წყვეტენ, დონე უვარდებათ, არ იზრდებიან. მართალი გითხრათ, არც მახსოვს ფეხბურთელი, რომელიც წასვლის შემდეგ შურისძიების სულისკვეთებით დაბრუნდა. მე ყოველთვის ვცდილობ გულწრფელი ვიყო და ვაძლევ საშუალებას მათ, რომ დამიმტკიცონ ძირითად შემადგენლობაში ადგილს რომ იმსახურებენ.
ძნელია მისი ვარდნის ახსნა, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მთელი კარიერა თავის ხელშია. როცა ერთად ვმუშაობდით, ვცდილობდი მისგან მაქსიმუმი მიმეღო. სწორი არჩევანი იყო „ევერტონში“ გადასვლა კლუბისთვისაც და ბიჭისთვისაც. ბოლო წლებში რეგულარულად არ თამაშობდა და ვფიქრობ, რომ სხვაგან გასვლით კარგად მოიქცა“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ დელე ალი 2015 წელს „ტოტენჰემში“ შესანიშნავი თამაშით გამოჩნდა და რამდენიმე სეზონი გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ სამი წლის განმავლობაში ძალიან მოუკლო, რის გამოც კლუბიდან წასვლა მოუწია.