სხვა

4:01 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კიპჩოგემ ტიკიოს მარათონი მოიგო

მარათონულ დისტანციაზე, ოლიმპიური თამაშების ორი ოქროს მედლის მფლობელმა, მსოფლიო რეკორდსმენმა კენიიდან ელიუდ კიპჩოგემ ტოკიოს მარათონი მოიგო. მან დისტანცია ორ საათში, 02 წუთსა და 40 წამში გაირბინა.

კიპჩოგეს, ვინც ტოკიოს თამაშებზე, საპოროში გამართული მარათონი მოიგო და რიოში მოპოვებული ტიტული დაიცვა, თავის რეკორდამდე წუთზე ოდნავ მეტი დააკლდა. ეს ტიკიოს მარათონზე მისი პირველი გამოსვლა იყო.

მეორე ადგილი კიპჩოგეს თანამემამულე ამოს კიპრუტომ (2:03.13) დაიკავა, მესამეზე კი ეთიოპიელი ტამირატ ტოლა (2:04.14) გავიდა.

ქალთა გარბენშიც კენიელმა მორბენალმა გაიმარჯვა. ყველაზე სწრაფი ბრიგიდ კოსგეი იყო, ვისი დროცაა 2:16.02. მან კვარცხლბეკი დაბალ საფეხურებზე დატოვა ეთიოპიელები - აშეტე ბეკერე (2:17.58) და გოტიტომ გებრესლასე (2:18.18).

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ ტოკიოს ქუჩებში გამარჯვება შევძელი. აქ ხომ ხალხი მორბენალია გულით და გონებით. ახლა უკვე მსოფლიოს ექვსი უდიდესი მარათონიდან, ოთხი მაქვს მოგებული“, - ამბობს 37 წლის კიპჩოგე, ვისაც მსოფლიო რეკორდი (2:01:39) ბერლინის 2018 წლის მარათონზე აქვს დამყარებული. მასვე 2019 წელს, არაოფიციალურ გარბენში, კლასიკური მარათონული დისტანცია ორ საათზე ნაკლებში აქვს გარბენილი.

0.115737