ფეხბურთი

20:02 | 6.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სრნა: "მსოფლიოში სიტყვა რუსეთის ხსენებაც უნდა აიკრძალოს"

დონეცკის „შახტარის“ სპორტულმა დირექტორმა დარიო სრნამ განაცხადა, რომ რუსეთი ხსენებასაც არ იმსახურებს და მსოფლიოს ამ ქვეყნის სახელის თქმასაც აუკრძალავდა.

„რუსეთი არც კი იმსახურებს ლაპარაკს. მსოფლიოს სიტყვა „რუსეთის“ ხსენებასაც ავუკრძალავდი. მთელ მსოფლიოს მშვიდობა სურს და უკრაინის მხარესაა. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ. მინდა, ხალხს მოვუწოდო, რომ მარტო არ არიან, დარწმუნებული ვარ, ეს სწრაფად დასრულდება და კიდევ უფრო გავძლიერდებით.

ასეთი ძლიერი უკრაინა, როგორიც დღესაა, არ მინახავს. ვამაყობ, რომ 19 წელი უკრაინაში ვიცხოვრე და ამ ხალხთან ერთად გავიზარდე. არავინ წასულა, ყველა ეხმარება და იბრძვის თავისი ქვეყნისთვის. პანიკა საჭირო არაა, სიმშვიდე რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა სრნამ.

შეგახსენებთ, რომ დარიო სრნა დონეცკის „შახტარში“ 2003-2018 წლებში თამაშობდა და კარიერის საუკეთესო წლები უკრაინულ კლუბში გაატარა.

0.119173