ავტოსპორტი

17:47 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჰაასმა" მაზეპინსა და რუსულ სპონსორთან კონტრაქტი გაწყვიტა

ფორმულა 1-ის გუნდმა „ჰაასმა“ რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი გუნდიდან გაუშვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

გარდა ამისა, „ჰაასმა“ გაწყვიტა ურთიერთობა მთავარ სპონსორ „ურალკალთან“, რომელიც რუსული კომპანიაა და ნიკიტას მამას, დიმიტრი მაზეპინს ეკუთვნის. თავის მხრივ, ნიკიტა მაზეპინის მამა ვლადიმირ პუტინთან მეგობრობით გამოირჩევა.

„მთლიანად ფორმულა 1-ის მსგავსად ჩვენი გუნდი შოკირებული და დამწუხრებულია უკრაინაში შეჭრით და გვინდა, რომ კონფლიქტი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდეს“, - წერს „ჰაასის“ ვებგვერდი.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ფორმულა 1-თან ჩემი კონტრაქტი შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ მესმის სირთულეები, მათ გადაწყვეტილება სრულად ცალმხრივად მიიღეს“, - თქვა მაზეპინმა.

ნიკიტა მაზეპინი ფორმულა 1-ში გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა. მაგალითისთვის, გასულ სეზონში ოფიციალურად 21 პილოტმა მიიღო მონაწილეობა და მან ბოლო, 21-ე ადგილი დაიკავა.

0.108013