ფეხბურთი

13:26 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "გაბრიელის დაბრუნებით მამარდაშვილი უფრო მშვიდი და საიმედო გახდა"

ესპანური გამოცემა plazadeportiva „ვალენსიას“ შესახებ წერს, რომელმაც ბოლო ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. გამოცემის ვარაუდით, ეს ბრაზილიელი მცველის, გაბრიელ პაულისტას დაბრუნების შედეგია, რომელიც ოქტომბრიდან მოყოლებული ტრავმირებული იყო.

წყაროს თანახმად 31 წლის ბრაზილიელი მცველის დაბრუნების შემდეგ გიორგი მამარდაშვილიც უფრო მშვიდად და დამაჯერებლად ათამაშდა.

„გაბრიელ პაულისტა ოთხთვიანი ტრავმის შემდეგ „მალიორკასთან“ ბრწყინვალე გოლით დაბრუნდა და მერე თასზე „ბილბაოსთანაც“ ითამაშა. „ვალენსიამ“ ორივე თამაშში კარი მშრალად შეინახა და თუ გუნდის დაცვით პრობლემებს გავითვალისწინებთ, ეს უდავოდ აღსანიშნავია. ბრაზილიელის დაბრუნებით ხოსე ბორდალასი სამ ცენტრალურ მცველზე გადავიდა და გიორგი მამარდაშვილიც ახლა უფრო მშვიდია. ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში მაღალ დონეზე დაბრუნდა, ხოლო გაბრიელის დაბრუნების შემდეგ მას გოლი არ გაუშვია და გაცილებით ნაკლებად იყო თამაშში მისი ჩარევა საჭირო, ვიდრე მანამდე, რის შედეგადაც ბევრად წარმატებით და საიმედოობით თამაშობს. „მალიორკასთან“ პირველ ტაიმში ერთი ბრწყინვალე სეივი ჰქონდა, ხოლო თასზე ინიაკი უილიამსს პირისპირ აჯობა და გუნდს ფინალში გასვლაში დაეხმარა“, - წერს plazadeportiva.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 მატჩი და ხუთჯერ მშრალად შენახული კარია. 21 წლის კარის დარაჯმა ბოლო 6 მატჩი ზედიზედ ჩაატარა, სამჯერ გოლი არ გაუშვა, მათ შორის უკანასკნელ ორი შეხვედრაში. „ვალენსია“ დღეს „გრანადას“ დაუპირისპირდება, მაგრამ მამარდაშვილის თამაში ჯერ გადაწყვეტილი არაა, რადგან ქართველ მეკარეს ყელის ტკივილი აქვს.

0.101775