ესპანური „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ლა ლიგის 27-ე ტურში „გრანადასთან“ მატჩის წინ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა, რომელსაც ჯანმრთელობის მცირე პრობლემა შეექმნა და დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია.
ესპანელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ქართველ მეკარეს ყელი სტკივა, მაგრამ იმედოვნებს, რომ მატჩამდე კარგად იქნება და თამაშს მოახერხებს.
„შემადგენლობაში პრობლემები გვაქვს, გიორგის დისკომფორტი ჰქონდა, ყელი სტკივა და სიცხე აქვს, მაგრამ გვჯერა, რომ ხვალ კარგად იქნება და შეგვეძლება მისი იმედი გვქონდეს“, - თქვა მატჩამდე ბორდალასმა.
შეგახსენებთ, „ვალენსიასა“ და „გრანადას“ მატჩი 5 მარტს გაიმართება. გიორგი მამარდაშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 მატჩი და ხუთჯერ მშრალად შენახული კარია. 21 წლის კარის დარაჯმა ბოლო 6 მატჩი ზედიზედ ჩაატარა, სამჯერ გოლი არ გაუშვა, მათ შორის უკანასკნელ ორი შეხვედრაში.