ჩოგბურთი

1:16 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს როლან გაროსზე თამაშის შანსი გაუჩნდა

ნოვაკ ჯოკოვიჩს საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაშის შანსი გაუჩნდა. ამის მიზეზი ისაა, რომ საფრანგეთი პანდემიურ შეზღუდვებს არბილებს. ეს კი ნიშნავს, რომ სერბ ჩოგბურთელს აცრას არავინ მოსთხოვს.

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტემ გამოაცხადა, რომ ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტები, 14 მარტიდან საჭირო აღარ იქნება. საფრანგეთის ღია პირველობა 22 მაისს იწყება და სავარაუდოდ, მანამდე პანდემიური სიტუაცია აღარ გართულდება.

34 წლის ჯოკოვიჩი როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონია. სეზონის დასაწყისში, ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლას გეგმავდა, მაგრამ ქვეყანაში არ შეუშვეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ თავისი ვაქცინაციის სტატუსი არ გამოაქვეყნა.

ჯოკოვიჩს ნათქვამი აქვს, რომ ურჩევნია, დიდი სლემის ყველა ტურნირი გამოტოვოს, ვიდრე საკუთარი ვაქცინაციის სტატუსი გამოაქვეყნოს. „ეს არის საფასური, რომელზეც წამსვლელი ვარ“, - ამბობს მსოფლიოს აწ უკვე ყოფილი პირველი ჩოგანი.

მაგრამ მას ამ საფასურის გადახდა ალბათ აღარ მოუწევს. როლან გაროსზე დიდი სლემის 21-ე ტიტულისთვის მოპოვების შანსი მიეცემა.

0.119266