ფორმულა 1-მა რუსეთის დიდი პრიზის ორგანიზატორებს კონტრაქტი გაუწყვიტეს. ეს ნიშნავს, რომ დიდი პრიზების ცირკი რუსეთს აღარ დაუბრუნდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ფორმულა 1-ს არ სურს აგრესორ ქვეყანასთან თანამშრომლობა.
რუსეთის დდ პრიზს ფ1-თან კონტრაქტის 2025 წლამდე ჰქონდა. ამასთან, მომავალი წლიდან, სოჭი სანკტ პეტერბურგს უნდა ჩაენაცვლებინა, სადაც შესაფერისი ტრეკი ქალაქგარეთ მდებარეობს.
„ფორმულა 1 ადასტურებს, რომ წყვეტს კონტრაქტს რუსეთის დიდი პრიზის პრომოუტერთან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იქ რბოლა არც მომავალში გვექნება“, - ფორმულა ერთის განცხადებაში.
რუსეთთან კონტრაქტის გაწყვეტა მოხდა მას შემდეგ, რაც ფორმულა 1-მა გადაწყვიტა, რომ რუსი პილოტებისთვის ლიცენზიები არ ჩამოერთმია. ოღონდ იმ პირობით, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის დროშით და სახელით არ იასპარეზებენ. ამის პასუხად, ბრიტანეთმა რუს და ბელარუს პილოტებს, მის ტერიტორიაზე რბოლებში გამოსვლის უფლება ჩამოართვა.
ამჟამად ფორმულა 1-ში ერთადერთი პილოტია ნიკიტა მაზეპინი, რომელიც ამერიკულ „ჰაასში“, მისი მილიარდერი მამის მილიონობით დოლარის სანაცვლოდ მოხვდა. მაგრამ „ჰაასმა“ უკვე გაწყვიტა კონტრაქტი მაზეპინების კომპანია „ურალკალისთან“ და შესაბამისად, აღარც რუსი პილოტის შენარჩუნება შედის მის ინტერესში. სავარაუდოდ, მის ადგილს ბრაზილიელი პიეტრო ფიტიპალდი დაიკავებს, ვინც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ემერსონ ფიტიპალდის შვილიშვილია.