„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს უპასუხა. შვედმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პსჟ მის დროს გუნდი იყო, ახლა კი აღარ არის.
ლეონარდოს განცხადებით, იბრაჰიმოვიჩი იტყუება და პარიზულ გუნდში დაბრუნება არაერთხელ სცადა.
„იბრაჰიმოვიჩზე პასუხის გაცემაც არ მინდა. რა უდისციპლინობა? ვფიქრობ, არსებობს მიზეზი იმისა, რომ ყოველ ჯერზე, როცა მოთამაშე პსჟ-ს ტოვებს, ის ჩვენზე საუბარს ვერ წყვეტს. ყველას აქ უნდოდა დაბრუნება. ზლატანმაც რამდენჯერმე სცადა დაბრუნება. მე ჯერ კიდევ ველოდები ინტერვიუს, რომელშიც ის პსჟ-ს მადლობას გადაუხდის ყველაფრისთვის, რაც მისთვის გააკეთა. პსჟ არსებობდა ზლატანამდე და არსებობს მის მერეც“, - თქვა ლეონარდომ.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი „პარი სენ ჟერმენში 2012-2016 წლებში თამაშობდა.