ფეხბურთი

21:29 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფას შოტლანდიასთან მატჩის გადადება სთხოვა

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფას და უეფას თხოვნით მიმართა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩი, რომელიც 24 მარტს შოტლანდიის წინაღმდეგაა დაგეგმილი, გადაიდოს.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ცხადია, უკრაინის ნაკრები აღნიშნულ შეხვედრაში მარტის ბოლოს მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებს. ამიტომაც, მათ მატჩის გადადება ითხოვეს.

აქვე გეტყვით, რომ უკრაინა - შოტლანდიის წყვილში გამარჯვებული ფინალში ავსტრიასა და უელსს შორის საუკეთესოს უნდა დაუპირისპირდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119888