ავტოსპორტი

18:09 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის რბოლები რუსეთში მომავალშიც აღარ ჩატარდება

რამდენიმე დღის წინ ფორმულა 1-მა სოჭში 2022 წლის გრან პრის ჩატარების გაუქმების შესახებ გამოაცხადა, ახლა კი სამომავლოდ რუსეთში რბოლის ჩატარებაც გამორიცხა.

F1-ის ვებგვერდზე წერია, რომ მომავალში რუსეთში გრან პრის ეტაპები აღარ ჩატარდება.

„ფორმულა 1-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ შეწყვიტა კონტრაქტი რუსეთის გრან პრის პრმოუტერებთან. ეს ნიშნავს, რომ რუსეთში მომავალში რბოლა აღარ გაიმართება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ 2023 წელს ფორმულა 1-ის ეტაპისთვის სანქტ-პეტერბურგს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ცხადია, ვეღარ უმასპინძლებს.

თეგებიფორმულა 1
0.121589