ფეხბურთი

16:30 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი K ლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

საქართველოს ნაკრებისა და "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

K ლიგის მესამე ტურში ვაკომ "სუვონის" წინააღმდეგ გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (2:1), რის შედეგადაც სწორედ K ლიგის ვებგვერდმა გამოარჩია.

აქვე გეტყვით, რომ ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი პენალტი გააცუდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11501