ფეხბურთი

14:51 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა რუსეთის ჩემპიონატის ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტების გაწყვეტის უფლებას მისცემს

უახლოეს 7-10 დღეში ფიფა რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტების ცალმხრივად გაწყვეტის უფლებას მისცემს, ყოველგვარი ჯარიმების გარეშე. ასეთი სიჩქარე იმითაა გამოწვეული, რომ ფეხბურთელბმა ჯერ კიდევ გახსნილი ავიარეისებით სტამბოლიდან და ბელგრადოდან გაფრენა შეძლონ - გვამცნობს ხორვატული გამოცემა Jutarnij List.

არ არის გამორიცხული, ასეთივე უფლება რუს ფეხბურთელებსაც მისცენ, რომლებსაც სხვა ჩემპიონატებში თამაში სურთ.

კონტრაქტგაწყვეტილ მოთამაშეს მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეეძლება გადასვლა მიუხედავად იმისა, რომ რიგ ქვეყნებში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია. ფიფა და უეფა ამ მხრივ გამონაკლისს დაუშვებენ.

თეგებიფიფაუეფა
0.118584