ფეხბურთი

12:53 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო: „ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ“

ახლო წარსულში ლეგენდარული უკრაინელი თავდამსხმელი, ბოლო დროს კი ქვეყნის ნაკრების და იტალიური „ჯენოას“ ყოფილი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო, ჟურნალისტებს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ ესაუბრა.

„ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ. ძალიან რთული მომენტია ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ჩემი ოჯახისთვის. როგორმე უნდა გადავიტანოთ ეს ომი. დედაჩემი და და, კიევში დარჩნენ. ისინი, როგორც იქ მაცხოვრებელთა უმრავლესობა, უარს ამბობენ ქალაქის დატოვებაზე.

ჩვენ ერთიანი ხალხი და ქვეყანა ვართ. მოქალაქეები ჯარისკაცებს საკვებს აწვდიან. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია უკრაინის ისტორიაში. მაგრამ ჩვენ დავიცავთ საკუთარ სახლებს.

უკვე ლტოლვილებიც გვყავს. მოსახლეობას ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება სჭირდება. ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეში მცირედი წვლილის შეტანა მეც შემიძლია.“ - ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს Football Italia.

0.115783