დონეცკის “შახტარის” ხორვატი ფეხბურთელი დარიო სრნა საქველმოქმედო საქმეს ეწევა. მან მშობლიური მხარის, სამხრეთ ხორვატიაში მდებარე მეტკოვიჩის რეგიონის ახალგაზრდა მოსახლეობას ოცი ათასი ტონა ხილი გადასცა.
“მე ვიზრდებოდი ხორვატიაში, სადაც რთული პერიოდი გავიარე. დონეცკმა დახმარების ხელი გამომიწოდა და რთული დროების დაძლევაში დამეხმარა. მშობლიურ მხარეს მცირე საჩუქარი გადავეცი და ხილის შეძენით მადლიერება უკრაინელი ხალხის მიმართაც გამოვხატე”, - აღნიშნა სრნამ.
სრნა სამხრეთ ხორვატიაში, მეტკოვიჩში დაიბადა, როცა ხორვატია იუგოსლავიის წევრი იყო. 1991 წელს ხორვატები კომუნისტურ სახელმწიფოს გამოეყვნენ, თუმცა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ოთხწლიანი ომი გახდა საჭირო.