ფეხბურთი

20:23 | 2.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა გაწყვიტა

ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა "ევერტონმა" რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა გაწყვიტა, რომლებიც კლუბს აფინანსებდნენ. აღნიშნული კომპანიები რუს მილიარდელ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის, რომელიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია.

ლივერპულელებმა თანამშრომლობა გაწყვიტეს USM Holdings-თან, რომლის დაქვემდებარებაშია ციფრული და სატელეკომუნიკაციო კომპანია Megafon-ი და ამ ჯგუფის წევრი Yota, რომელიც ქალთა გუნდის მაისურზეა დატანილი.

უსმანოვს ევროკავშირში აქტივები უკვე გაეყინა.

0.118564