ფეხბურთი

19:00 | 2.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

იაროსლავ რაკიცკიმ "ზენიტი" დატოვა

უკრაინელმა ფეხბურთელმა იაროსლავ რაკიცკიმ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ დატოვა. ინფორმაცია რუსული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც მასშია აღნიშნული, რაკიცკიმ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა, რაც დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, რომ იაროსლავ რაკიცკი „ზენიტში“ 2019 წლის ზამთარში „შახტარიდან“ გადავიდა და უკრაინაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფეხბურთელი უკრაინის ნაკრებიდან ამ ნაბიჯის გამო მოკვეთეს და იმავე წელს რაკიცკი იძულებული გახდა, სანაკრებო კარიერა დაესრულებინა.

0.1173