უკრაინაში მიმდინარე ომს სპორტსმენებიც ეწირებიან. როგორც ნობილი გახდა, ორი ფეხბურთელი და ერთი ბიათლონისტი საომარი მოქმედებებისას დაიღუპა.
დაღუპულთა შორისაა 20 წლის უკრაინელი ბიათლონისტი ევგენი მალიშევი, რომელიც სამშობლოს დასაცავად ომში წავიდა.
ომში ორი უკრაინელი ფეხბურთელი გარდაიცვალა. 21 წლის ვიტალი საპილო და 25 წლის დმიტრო მარტინენკო. საპილო „კარპატის“ მოთამაშე იყო, მარტინენკო კი „ჰოსტომელის“ ღირსებას იცავდა და გასულ სეზონში მეორე დივიზიონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.