ლივერპულის „ევერტონის“ ფეხბურთელმა ვიტალი მიკოლენკომ არტიომ ძიუბას მიმართა. უკრაინელმა მცველმა სოციალურ ქსელში „ზენიტის“ კაპიტანს და მის თანაგუნდელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაწერა, რომ ძიუბა მთელ ცხოვრებას მიწისქვეშ გაატარებს.
„ბო**, სანამ ჩუმად ხარ, როგორც შენი ნაგავი თანაგუნდელები, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ. შენ მთელ სიცოცხლეს მიწისქვეშ გაატარებ, შენს შვილებთან ერთად. მე ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები და არასდროს გაპატიებთ, ქათმებო“, - დაწერა მიკოლენკომ სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ ძიუბას უკრაინელი ფეხბურთელისთვის პირდაპირ პასუხი არ გაუცია, მაგრამ ერთ-ერთ გულშემატკივრის კომენტარის ქვეშ, რომელიც ითხოვდა რუსი ფეხბურთელისგან, რომ მიკოლენკოსთვის პასუხი გაეცა, დაწერა: „მხოლოდ საუბარი შეუძლიათ“.