„პარი სენ-ჟერმენის“ 35 წლის ესპანელი მცველი, სერხიო რამოსი, თავის გუნდს ვერც ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში დაეხმარება მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ - გვამცნობს Footmercato.
მიზეზი კუნთის ტრავმაა, რომლის განკურნება დროის ამ მონაკვეთში ვერ მოესწრება. მატჩი 9 მარტსაა დაგეგმილი მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე. პირველი შეხვედრა 15 თებერვალს პარიზული კლუბის გამარჯვებით დასრულდა (1:0). რამოსს არც მაშინ უთამაშია.
ახლო წარსულში რამოსი სწორედ „რეალის“ ფეხბურთელი იყო. „სამეფო კლუბში“ ის 2005-21 წლებში თამაშობდა, სადაც 469 მატჩში 72 ბურთი გაიტანა და 40 საგოლე პასი შეასრულა.