ჩოგბურთი

3:16 | 1.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიტოლინა თავის საპრიზო შემოსავალს უკრაინის არმიას გადაურიცხავს

„ევროსპორტთან“ საუბრისას, უკრაინელმა ჩოგბურთელმა ელინა სვიტოლინამ განაცხადა, რომ მთელ ფულს, რასაც WTA-ს ტურნირებზე გამოიმუშავებს, უკრაინის ჯარისა და ჰუმანტარული დანიშნულებით გამოიყენებს. უკრაინელი ჩოგბურთელის თქმით, მისი ოჯახი და მეგობრები უკრაინაში იმყოფებიან და სამშობლოს იცავენ. და მას მათი დახმარება სურს.

„ბოლო მომენტამდე გვჯეროდა, რომ ეს ომი დაიწყებოდა. მაგრამ ერთ ღამეში ყველაფერი შეიცვალა. ყველა შეშინებულია, ყველა დამწუხრებულია. ჩემი ოჯახი იქ იმყოფება. ჩემი ბევრი მეგობარი, ვისაც ქვეყანა არ დაუტოვებია, იქაა. ზოგი მათგან ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვის. დაუჯერებელია, მაგრამ ხალხმა ხელში იარაღი აიღო და ჩვენი მიწის დასაცავად წავიდა. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ თავს უსარგებლოდ ვთვლი. მე მათი დახმარება მსურს. მინდა, მათთვის რაღაც გავაკეთო. ზოგ ჩემ მეგობარს ელექტრო ენერგია არ აქვს, ზოგს წყალი, ზოგს საკვები. მათ ნამდვილად უჭირთ“, - ყვება სვიტოლინა.

როგორც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ომმა ქვეყნის 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 14 ბავშვი შეიწირა, 1 684 ადამიანი კი, მათ შორის 116 ბავშვი, დაიჭრა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომს „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს და ირწმუნება, რომ მის გეგმებში შედის არა ქვეყნის ოკუპაცია, არამედ სამხრეთელი მეზობლის სამხედრო შესაძლებლობათა განადგურება და იმ პირთა დაკავებაა, რომლებსაც საშიშ ნაციონალებად მოიხსენიებს.

„ამიტომ გადავწყვიტე, რომ მომავალი ტურნირებიდან მიღებულ საპრიზო თანხებს, უკრაინის არმიას ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შევწირავ. ასე მაინც გამოვადგები ჩემს ქვეყანას. ვფიქრობ, ეს ყველაზე სწორი რამ არის, რაც მე შემიძლია“, - ამბობს სვიტოლინა.

უკრაინელი ჩოგბურთელი მონტერეის (მექსიკა) ტურნირზე გამოსვლას გეგმავს, რომლის პირვე წრეშიც, მეტოქედ რუსი ჩოგბურთელი - ანასტასია პოტაპოვა ჰყავს. უკრაინელი ჩოგბურთელი ამბობს, რომ პოტაპოვასთან მანამ არ ითამაშებს, სანამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნა არ შესრულდება. ამ მოთხოვნის შესაბამისად, თუ ტურნირებზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს დაუშვებენ, არენებზე მათი ქვეყნების დროშები არ უნდა აფრიალდეს და არც მათი ჰიმნები უნდა შესრულდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105647