ფეხბურთი

11:05 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნედვედმა ცრემლები ვერ შეიკავა: "ამ ტანჯვას არავინ იმსახურებს, ჩეხეთმა რუსეთთან თამაშზე უარი უნდა თქვას"

„იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა და ლეგენდარულმა ჩეხმა ფეხბურთელმა პაველ ნედვედმა თავის სამშობლოს მოუწოდა, რომ რუსეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშზე უარი თქვას.

ნედვედს იტალიურ მედიასთან საუბარი გაუჭირდა და ცრემლებიც ვერ შეიკავა. როგორც მან განაცხადა, ახლა რთულია ფეხბურთის შესახებ ლაპარაკი და კონცენტირება.

„ბოდიში, რთულია დღეს ფეხბურთზე საუბარი, მაგრამ ვეცდები თქვენს კითხვებს ვუპასუხო... მეც აღმოსავლეთიდან ვარ, იქ გავიზარდე. არავინ იმსახურებდა ამ ტანჯვას, ომს, რომელიც არავის სურს. ვეთანხმები შჩესნის, რომელსაც არ სურს რუსეთის წინააღმდეგ თამაში. ამ თემაზე ბევრი ვისაუბრეთ, სრულიად ვიზიარებ მის პოზიციას. როცა ეს ყველაფერი პირადად შეგეხება, ძალიან ძნელია. ფეხბურთზე 100%-ით კონცენტრირება რთულია. მესმის ვოიცეხის მდგომარეობა და ვაფასებ მის პროფესიონალიზმს. ველოდები, რომ ჩემი ქვეყანაც იგივე ნაბიჯს გადადგამს, რაც პოლონეთმა გადადგა. არ ვიცი, ჩეხეთი რას ელოდება“, - თქვა ნედვედმა.

0.109472