ფეხბურთი

2:22 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლაჰოვიჩის შოუ

დუშან ვლაჰოვიჩი ნელ-ნელა „იუვენტუსის“ ლიდერი ხდება. სერბმა ფორვარდმა „ბიანკონერის“ რიგებში ჯერ მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

„იუვემ“ სწორედ ვლაჰოვიჩის დიდებული პერფორმანსით აჯობა სტუმრად „ემპოლის“ და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდში ტრავმების ნამდვილი ეპიდემიაა, 8 ფეხბურთელი იყო ლაზარეთში და „ემპოლისთან“ პირველივე ტაიმში დენის ზაკარიაც დაშავდა.

ჯორჯო კიელინის, დანიელე რუგანის, პაულო დიბალას, ფედერიკო ბერნარდესკის, ფედერიკო კიეზას, ვესტონ მაკკენის, კაიო ჟორჟესა და ალექს სანდროს გარეშე „იუვემ“ 3 ქულა მაინც მოიპოვა. ტურინელები პირველ ტაიმში მოიზე კინმა დააწინაურა, მაგრამ მალევე გაუშვა და თითქოს ტაიმი 1:1 უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ვლაჰოვიჩმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მან ერთი მოძრაობით მეკარე და მცველიც მოატყუა და თავისიანები წინ გაიყვანა. მეორე ნახევარში სერბმა დუბლი გაიფორმა და სხვაობა გაზარდა. მართალია, „ემპოლიმ“ ბოლომდე იბრძოლა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ტურინელებმა 3:2 მოიგეს, 50 ქულა დააგროვეს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებენ. ლიდერ „მილანთან“ ჩამორჩენა 7 ქულაა და ჯერ სკუდეტოზე ფიქრი რთულია, უფრო მეტიც, ალეგრი მიიჩნევს, რომ საჩემპიონო შანსი მის გუნდს აღარ აქვს.

„სასუოლო“ – „ფიორენტინა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ტრაორე (19), 1:1 კაბრალი (88), 2:1 დეფრელი (90)

„ემპოლი“ – „იუვენტუსი“ 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 კინი (32), 1:1 ზურკოვსკი (40), 1:2 ვლაჰოვიჩი (45), 1:3 ვლაჰოვიჩი (66), 2:3 ლა მანტია (76)

„სალერნიტანა“ – „ბოლონია“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (43), 1:1 ზორტეა (72)

0.168692