ფეხბურთი

1:35 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ბოლო პერიოდში იულიან ნაგელსმანის გუნდი ისეთი უნაკლო და დაუნდობელი ვეღარ არის, როგორც ბოლო წლებში მიგვაჩვია, ამიტომაც, ფრანკფურტში „აინტრახტთან“ 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „რეკორდმაისტერს“ გაუჭირდა, მაგრამ ლეროი სანეს მიერ თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე გატანილი გოლით შინ გამარჯვებით დაბრუნდა.

„ბაიერნს“ 58 ქულა აქვს და ლიდერობას ინარჩუნებს, „დორტმუნდს“ 9 ქულით უსწრებს, მაგრამ BVB-ს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და შეუძლია ჩამორჩენა შეამციროს.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია „გლადბახის“ გადარჩენილი ქულა „ვოლფსბურგთან“. „ბორუსია“ ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ იბრძოლა და ანგარიში გაათანაბრა, ბოლო წუთზე მესამეც გაიტანა, მაგრამ გაუქმდა, თორემ მოიგებდა.

„ჰოფენჰაიმს“ გამარჯვებით უპასუხა „ფრაიბურგმა“, რომელმაც ბერლინის „ჰერტა“ 3:0 დაამარცხა და 40 ქულით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს ზინსჰეიმელებთან ერთად აგრძელებს. თუმცა, მეოთხე ადგილისთვის პრეტენზიას სხვებიც აცხადებენ, „ლაიფციგი“, „კიოლნი“ და „უნიონი“. ასე რომ, თუ „ვერცხლის სინისთვის“ განსაკუთრებული ბრძოლა არაა გაჩაღებული, მეოთხე ადგილისთვის იგივეს ვერ ვიტყვით.

„აინტრახტი“ – „ბაიერნი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 სანე (71)

„გლადბახი“ – „ვოლფსბურგი“ 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 ვინდი (6), 0:2 ბორნაუ (33), 1:2 ტურამი (42), 2:2 ემბოლო (82)

„ლევერკუზენი“ – „არმინია“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ალარიო (30), 2:0 დიაბი (57), 3:0 დიაბი (81)

„ფრაიბურგი“ – „ჰერტა“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 გრიფო (12), 2:0 შადე (83), 3:0 ჰოლერი (86)

„ფიურტი“ – „კიოლნი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 კაინცი (53), 1:1 გრისბეკი (69)

„უნიონი“ – „მაინცი“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჰარაგუჩი (8), 2:0 ბეკერი (56), 3:0 ავონიი (75)3:1 ბურგცორგი (90)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148799