ფეხბურთი

19:05 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა, "ვალენსიამ" ორი თვის შემდეგ მოიგო (+VIDEO)

„ვალენსიამ“ ლა ლიგაში 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 21 დეკემბრის შემდეგ პირველად მოიგო. ხოსე ბორდალასის გუნდმა 26-ე ტურში სტუმრად „მალიორკა“ 1:0 დაამარცხა.

გიორგი მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა და კარი მშრალად შეინახა. ქართველმა მეკარემ 3 სეივი შეასრულა, 42-ე წუთზე კი დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ 21 წლის ქართველის თამაში 7, ხოლო Whoscored-მა 7.3 ქულით შეაფასა.

მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მე-11 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად მეოთხედ შეინახა. აღნიშნული შეხვედრა „ღამურებმა“ გაბრიელ პაულისტას მეოთხე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლით მოიგეს, 33 ქულა დააგროვეს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა აინაცვლეს.

„ვალენსია“ მომდევნო მატჩს ესპანეთის თასის ნახევარფინალში 2 მარტს, „ბილბაოსთან“ „მესტალიაზე“ გამართავს, ხოლო ლა ლიგაში 5 მარტს, ასევე შინ „გრანადას“ დაუპირისპირდება.

0.126557