ავტოსპორტი

21:49 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ჰაასი“ რუს სპონსორთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

ფორმულა 1-ის ამერიკული გუნდი „ჰაასი“ თავის ტიტულოვაბ სპონსორთან, რუსულ კომპანია „ურალკალისთან“ კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავს. და თუ ასე მოხდა, აღარც იმის ვალდებულება ექნება, რომ გუნდში რუსი პილოტი, ნიკიტა მაზეპინი დაიტოვოს.

„ჰაასის“ შეფმა გიუნტერ შტაინერმა განაცხადა, რომ „ურალკალისთან“ ურთიერთობის შესახებ გადაწყვეტილებას, მომდევნო კვირაში მიიღებენ. დღეს ბარსელონას ტესტებზე, „ჰაასის“ მანქანებმა უკვე „ურალკალის“ წარწერების და რუსული დროშის ფერების გარეშე იასპარეზეს.

„ამჟამად ყურადღება ტესტებზე გვაქვს გადატანილი და გვინდა, დაგეგმილი პროგრამა ბოლომდე შევასრულოთ. რუს სპონსორთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში მივიღებთ. ამ საქმესთან დაკავშირებით, არსებობს იურიდული საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“, - ამბობს შტაინერი.

მანვე განაცხადა, რომ მანქანებიდან სპონსორის ლოგოების და ფერების მოშორება, ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომელიც გუნდის მფლობელ ჯინ ჰაასთან და კომპანია „ჰაას ავტომეიშენთან“ ერთად, ასევე სპონსორთან კონსულტაციების შემდეგ ნიიღო.

„სამწუხაროდ, ცხოვრებაში გაუთვალისწინებელი პრობლემები იქმნება ხოლმე. სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ პრობლემების გარეშე. მაგრამ სამწუხაროდ, მათ თავს ვერ ვარიდებთ. როდესაც ურალკალისთან კონტრაქტს ვაფორმებდით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა. გუშინდლამდე ყველაფერი კარგად იყო. ახლა კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები“, - დასძენს შტაინერი.

0.11379