ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რუსულ ავიაკომპანია აეროფლოტთან კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაცია „წითელი ეშმაკების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გადავწყვიტეთ აეროფლოტთან თანამშრომლობა შევყვიტოთ. ეს კომპანია აღარ არის ჩვენი სპონსორი. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი გულშემატკივრების შეხედულებებს“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მატჩებზე აეროფლოტით 2013 წლიდან დაფრინავდა, თუმცა, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეხვედრისთვის ესპანეთში ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ და აეროფლოტი არ გამოიყენეს.