საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან (91:70) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, კალათბურთელები კარგი თამაშისთვის შექებას იმსახურებენ.
"პირველ რიგში ვულოცავ ჩემს გუნდს. რადგან კალათბურთელები თამაშობენ და მთელ გულს დებენ, რომ გამარჯვება მოიპოვონ. ამიტომ შექებას იმსახურებენ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომლებიც დარბაზში იყვნენ და ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში მხოლოდ 30% იყო დაშვებული. ჩვენ არ გვყავდა თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, ალექსანდრე ფევაძე და კიდევ ბევრი კალათბურთელი, მაგრამ ჩვენმა მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს, რადგან ძალიან რთული მატჩი იყო, კარგი გუნდის წინააღმდეგ. გუნდის, რომელსაც კარგი მოთამაშეები ჰყავს. ყველა ასპექტში კარგად ვრეაგირებდით და შესანიშნავი გამარჯვებაც მოვიპოვეთ, მაგრამ ჩვენი სამუშაო დღეს არ დასრულებულა. კვირას ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. დავისვენებთ და მომდევნო დღეებში ამ შეხვედრაზე ვფოკუსირდებით. ვიმედოვნებ, რომ კვირას ყველა ქვეყანა ბედნიერი იქნება“, - თქვა ზუროსმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში ორი მოგება და ერთი წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 27 თებერვალს, სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.