ნოვაკ ჯოკოვიჩი დუბაის ტურნირს გამოეთიშა. მეოთხედფინალში ის ჩეხ კვალიფიცირებულ ირჟი ვესელისთან 6-4, 7-6(4) დამარცხდა და ახალ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, პირველ პოზიციას დაკარგავს.
სერბმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი, 361 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა. მაგრამ მიმდინარე სეზონში, ავსტრალიის ღია პირველობა და რამდენიმე ტურნირი გააცდინა, რის გამოც, რეიტინგში ქულები დაკარგა.
„სამწუხაროდ, ეს ჩემი დღე არ იყო. ირჟის ვულოცავ, მან უკეთ ითამაშა. კარგი მოწოდბა ჰქონდა. საერთოდ, კარგად ითამაშა. მე უფრო მეტი შემეძლო, მაგრამ ირჟი ქებას იმსახურებს“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა, ვისთვისაც, ეს ავსტრალიიდან დეპორტის შემდეგ, პირველი ტურნირი იყო.
სერბმა პირველივე გეიმი წააგო თავის მოწოდებაზე. 1-2-ზე მან საპასუხო ბრეიკს მიაღწია. მაგრამ ჩეხმა სეტი მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა. ჯოკოვიჩმა მეორე სეტი უკეთ დაიწყო, მაგრამ არც მეტოქემ დაუთმო და საქმე ტაიბრეიკამდ მივიდა. აქ ვესელიმ თავიდანვე შეძლო დაწინაურება და საბოლოოდ, კარიერაში მეორედ შეძლო ჯოკოვიჩის დამარცხება.