ესპანური „ფუენლაბრადას“ უკრაინელმა ფეხბურთელმა რომან ზოზულიამ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერის რეინკარნაციაა და ეს მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს.
„პუტინი ჰიტლერი რეინკარნაციაა, მსოფლიომ ეს უნდა გააცნობიეროს. მისი გეგმები ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე უკრაინის დაპყრობა. აუცილებელია, რომ ყველა ქვეყანა სანქციები დააწესოს ამ დაწყევლილი რეჟიმის წინააღმდეგ“, - დაწერა ზოზულიამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო.