ფეხბურთი

18:22 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი შესაძლოა "რომაში" დაბრუნდეს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი შესაძლოა „რომაში“ დაბრუნდეს და კლუბის მენეჯმენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ჩაიბაროს.

ტოტი „ჯალოროსის“ ბოლო რამდენიმე მატჩს სტადიონზე დაესწრო და მას კარგი ურთიერთობა აქვს, როგორც ჟოზე მოურინიოსთან, ისე კლუბის ახალ მფლობელებთან, ფრიდკინების ოჯახთან.

ფრანჩესკო „რომას“ დირექტორის პოსტზე კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა, მაგრამ სამსახური 2019 წელს დატოვა, კლუბის მაშინდელ მეპატრონე, ჯეიმს პალოტასთან კონფლიქტის გამო.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტიმ მთელი საფეხბურთო კარიერა „რომაში“ გაატარა, 1992-2017 წლებში მან „ჯალოროსიში“ ჩატარებულ 786 შეხვედრაში 307 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114498